ზაზა ალექსიძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1935
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ეპისტოლეთა წიგნი’’, ხოლო 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები’’.
1958-1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1968-1979 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე. 1986-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შეთავსებით ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე. 1988-2006 წლებში კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი. 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი. 2006-2007 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგე. 2007 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი;